არჩილ თალაკვაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მომავალ სამუშაო პროცესში ჩაერთვება

Published:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ერთხელ უკვე შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის მიზანიც საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობა იყო, ოპოზიციამ შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, არც ახლა აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოზიტიურად ჩაერთვება პროცესში, თუმცა, მისივე თქმით, ეს არაფერს ნიშნავს.

“სამუშაო ჯგუფები ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა შექმნილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. ვნახეთ, სად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიცია, ყველგან – გარდა სამუშაო ჯგუფებისა. მათ არ მიიღეს მონაწილეობა და არ მიიღეს შეგნებულად, რათა მოეხდინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

რა თქმა უნდა, არც გვაქვს მოლოდინი, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მომავალ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. საქართველოს, რაც აქვს გასაკეთებელი, რაც ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას და რაზეც შეთანხმება გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ იმ რეფორმებს გავაკეთებთ ხალხის მხარდაჭერით,” – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img