ირაკლი ჩიქოვანი – სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

Published:

“ევროპის სახალხო პარტია” მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, რომელთაც არანაირი საფუძველი არ აქვთ, პირიქით, ძალიან ბევრი შეცდომით არის დახუნძლული, –განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

“სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებია, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა. ამ ადამიანმა თვითდესტრუქცია როცა შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და სასჯელს იხდის. ამიტომ, ეს რეზოლუცია სიმბოლური ხასიათისაა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img