ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დაიწყო

Published:

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ახორციელებს “ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციებს “ჰამასის” წინააღმდეგ ალ-შიფას საავადმყოფოს მითითებულ ტერიტორიაზე, დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე”.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში  IDF-მა ასევე განაცხადა, რომ არაერთხელ გააკეთეს საჯარო გაფრთხილება, რომ “ჰამასის” მიერ კლინიკის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება საფრთხეს უქმნის მის საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ სტატუს და “საკმარისი დრო” მისცეს კლინიკას “ამ უკანონო ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად”.

ისრაელი მოუწოდებს “ჰამასის” ყველა ტერორისტს, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, ჩაბარდნენ.

ალ-შიფა არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზის სექტორში და ისრაელიც და აშშ-იც ამტკიცებენ, რომ “ჰამასს” აქვს სარდლობის ბაზა მის ქვეშ – რასაც “ჰამასი” უარყოფს.

ალ-შიფას საავადმყოფოში არსებულ ვითარებას მედიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ათასობით ადამიანი იყენებს კომპლექსს თავშესაფრად.

დაწესებულებაში ასევე იწურება საწვავი, აცხადებენ ოფიციალური პირები, რამაც თითქმის შეუძლებელი გახადა პერსონალისთვის სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების დახმარება – მათ შორის არიან ჩვილები.

მანამდე ერთ-ერთმა ექიმმა BBC-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 200 ადამიანი დაკრძალეს მასობრივ საფლავში ალ-შიფაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img