“ოცნებამ” ბარიერის დაწევაზე გაცემული დაპირება დღის წესრიგიდან მოხსნა

Published:

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში 2024 წლის არჩევნების მსვლელობისას ბარიერის 2%-ამდე შესაძლო დაყვანას ეხმაურება და ამბობს, რომ ბარიერის დაწევა დღის წესრიგიდან მოხსნილია.

კობახიძე განმარტავს, რომ დაპირება 2022 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

“პირველ რიგში, რაც შეეხება ე.წ. დაპირებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, ჩვენი დაპირება როდესაც გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ გახსოვთ, ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა. 2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით, ჩაიარა დეკემბერმა, იმის მერე 1 წელია ოპოზიციამ ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა, შესაბამისად, აბსოლუტურად დღის წესრიგიდან მოხსნილია ეს დაპირება, ბუნებრივია, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img