ომი უკრაინაში -უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია

Published:

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, რაკეტებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა დნეპრო პეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში.

დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება. ერთი მამაკაცი დაშავდა ხერსონის ოლქში ნაღმზე აფეთქების შედეგად.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გუშინ ფრონტზე უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 57 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. განცხადების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. დაწინაურდნენ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ რეგიონშიც.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, სლოვაკეთის მთავრობა უკრაინას საბრძოლო იარაღს აღარ მიაწვდის, სამაგიეროდ “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური – არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img