ხუციშვილი: მომავალ წელს სოციალური პროგრამები 6,5 მლრდ–ით დაფინანსდება

Published:

პარლამენტში 2024 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6,5 მლრდ ლარი.

მისი თქმით, თუ 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ პროგრამებს არ ჩავთვლით, ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წლის სოციალური პროგრამების თანხის განაწილება სხვადასხვა პროგრამებზე შემდეგია:

• 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის;

• 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის;

• 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე;

• მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს;

• დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი;

• 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img