დევიდ კემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

Published:

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ კემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია. კიევში იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის „მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას“.

„მქონდა გარკვეული უთანხმოება ბორის ჯონსონთან, ჩვენ ერთმანეთს, 40 წელია, ვიცნობთ, მაგრამ მისი მხარდაჭერა იყო საუკეთესო რამ, რაც მან და მისმა მთავრობამ გააკეთეს“, – აღნიშნა კემერონმა.

ზელენსკიმ კემერონს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

“ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ უკრაინელი მოქალაქეების თბილი დახვედრისთვის დიდ ბრიტანეთში. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკრაინაში ჩამოხვედით”, – თქვა ზელენსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img