დევნილები შემწეობის გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ

Published:

10 000-ზე მეტი ადამიანი დევნილებისთვის შემწეობის გაზრდის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას აწერს ხელს. დოკუმენტი დღეს პარლამენტში შევა. პეტიცია 8 ნოემბერს შეიქმნა. ტესტში აღნიშნულია, რომ წლებია დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობა არ გაზრდილა, ფასებმა კი ყველაფერზე მოიმატა.

“გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, გამომდინარე უამრავი გამოკითხვიდან რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო  ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე. პატივისცემით, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი ტორუა”, – წერია ტესტში.

პეტიციას ამ დროისთვის 10 277 ადამიანი აწერს ხელს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img