EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

Published:

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა. წევრ ქვეყნებს წინადადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა წარუდგინა.

წინადადება ითვალისწინებს სანქციების დაწესებას 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში მათი როლისთვის.

საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო, თავდაცვისა და IT სექტორის წარმომადგენლებზე, ასევე “სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ოპერატორებზე”.

ცალკე აღინიშნა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნებში მონაწილე პირების დასჯის აუცილებლობა, უკრაინელი ბავშვების იძულებით “განათლებაზე” პასუხისმგებელი პირები, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში და რუსული პროპაგანდაში მონაწილე პირები.

გარდა ამისა, ევროკომისია სთავაზობს წევრ ქვეყნებს მიიღონ ახალი აკრძალვა იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე ზომები რომლებიც მიმართულია ნავთობის ფასის ზღვრის გაძლიერებისა და ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img