განახლებული მონაცემები რუსეთ-უკრაინის ომში სამხედრო დანაკარგებზე

Published:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგები ასეთია:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 315 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 5 388 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 10 121 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 7 683 ერთეული [+36]
  • MLRS – 892 ერთეული [+8]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 585 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 689 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 060 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 1 084 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 535 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 934 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 396 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 105 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 273 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img