“ევროკავშირის რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე” – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვისას გააკეთა.
ჰერჩინსკის თქმით, რწმენის თავისუფლება და მრავალფეროვნების პატივისცემა ის მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო საკუთარი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა.
“16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ტოლერანტობას და მრავალფეროვნებას ვზეიმობთ. ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს გზაზე ამ ღირებულებების წინ წაწევის
მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება” – აღნიშნა მან.