ჰუმანიტარულ დახმარებას წალენჯიხა ომში მყოფ უკრაინას კიდევ ერთხელ უგზავნის

Published:

კიდევე ერთი ჰუმანიტარული დახმარება წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან ომში მყოფ უკრაინას. – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

ხარჩილავას თქმით, დამეგობრებულ ქალაქ იავოტოვში ობლად დარჩენილი 40 ბავშვითთვის, რომელთა მშობლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ, დახმარები პაკეტი მზადდება, რომელში ჩართულობაც ყველა მსურველს შეუძლია.

მუნიციპალიტეტოს მერიის გვერდზე გამოქვეყნდა გია ხარჩილავას მიერ შექმნილი ფონდის “სოლიდარობისა და განვითარების ფონდის” ანგარიში, რომელზეც თანხების დარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამასთან ხარჩილავამ, აღნიშნულ პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა როგორც მისი სამსახურის თანამშრომლებს, ასევე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც.

ხარჩილავამ ვრცლად ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების უსუსურ პოზიციონირებაზე უკრაინასთან მიმართებაში და უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

წალენჯიხის მერი უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით გამგზავრებას მიმდინარე თვის ბოლოს გეგმავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img