ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭომ პირველი რეზოლუცია მიიღო

Published:

მასშტაბური იერიშის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მთავარ საავადმყოფოზე კონტროლი დაამყარეს. ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ალ-შიფას ჰოსპიტლიდან ამოღებული “ჰამასის” იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. პარალელურად, ისრაელმა,
რაფაჰში ომის დაწყების შემდეგ პირველად, 25 000 ლიტრი საწვავის მიწოდება დაუშვა.

პირველი რეზოლუცია მიიღო ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის თაობაზე “გაეროს” უშიშროების საბჭომ. დოკუმენტის მიხედვით “გაეროს” უშიშროების საბჭოს წევრები ითხოვენ, რომ ყველა მხარემ შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიმართ თავისი ვალდებულებები – განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების, პირველ რიგში კი, ბავშვების დაცვის საკითხში.

რეზოლუცია ასევე გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლდნენ მძევლები. საბჭოს 12-მა წევრმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა – წინააღმდეგი არავინ წასულა, თავი შეიკავა სამმა ქვეყანამ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img