ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო ზოლთან

Published:

სახალხო დამცველი თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმიანება და  ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ საპოლიციო ღონისძიებები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ლევან იოსელიანის თქმით, ომბდუსმენის აპარატი აგრძელებს შექმნილ ვითარებაზე დაკვირვებას და მიაჩნია, რომ არსებული ძალისხმევა თუ არ გაიზარდა, არაა გამორიცხული მსგავსი პროვოკაციები მომავალშიც ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img