სალომე სამადაშვილი – „ქართულ ოცნებას“ ყველაზე უფრო სწორედ „ლელოსი“ ეშინია

Published:

IRI- ის კვლევა გვეუბნება, რომ ხალხს სურს, დასრულდეს “ქართული ოცნების” მმართველობა – ჩვენი კარი ღიაა შესაბამისი კონსულტაციებისთვის ყველა იმ პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას ქვეყნის მომავალზე, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მოქალაქეთა ნაწილი შესაძლოა, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოოდ საკუთარ არჩევანში, თუმცა, დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ უნდა არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა”, ამდენად ეს განსაზღვრავს მათ სამოქმედო გეგმას ამ ერთი წლის მანძილზე.

“ყველა გამოკითხვით დასტურდება, რომ “ქართული ოცნება” არის პარტია, რომელსაც ქართველი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა აღარ ენდობა. ამიტომ ბარიერი 5 პროცენტი იქნება, შემცირდება თუ არა, რუსული ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს იყო მიშელის შეთანხმების ერთ- ერთი პუნქტი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უარს იტყვის მის დაწევაზე, რადგან ესაა პოლიტიკური ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას, აღებულ ყველა პირობას არღვევს, ამიტომ არ მიკვირს ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც მორიგ ჯერზე ურცხვად ატყუებს საზოგადოებას, ევროკავშირს, რომელიც აცხადებდა, რომ თუ იქნებოდა სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება, განიხილავდნენ ბარიერის დაწევას.

რაც შეეხება „ლელოს“ სტრატეგიას, ამ გამოკითხვიდანაც ვხედავთ, რომ პარტიას აქვს გაზრდის უზარმაზარი პოტენციალი. ამომრჩევლის დიდ ნაწილს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. „ქართულ ოცნებას“ ყველაზე უფრო ეშინია სწორედ „ლელოსი“, „ლელოს“ პარტიის რეიტინგის გაზრდის და ვხედავთ, რომ აღვირახსნილი თავდასხმის ობიექტია „ლელო“ უკვე მრავალი დღეა მმართველი გუნდისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტიის გაძლიერებას, უახლოეს დღეებში და კვირებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მაგრამ ჩვენი კარი ცხადია, არის ღია შესაბამისი კონსულტაციებისთვის ყველა იმ პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

ეს კვლევა გვეუბნება, რომ ჩვენს ხალხს სურს პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში და სურს, რომ დასრულდეს “ქართული ოცნების” მმართველობა, რადგან სრულ აცდენაშია მათი პოლიტიკა მოქალაქეთა ნებასთან, მაგალითად 70 პროცენტზე მეტს მიაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა უნდა იყოს შეზღუდული, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” მოაწყო ქვეყანაში რუსების შემოსევა,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img