თავდაცვის ახალი კოდექსის საკითხზე, დეპუტატები დღეს, შესაბამის კომიტეტზე, იმსჯელებენ

Published:

ქვეყნის თავდაცვის ახალი კოდექსის საკითხზე, დეპუტატები დღეს, შესაბამის კომიტეტზე,
თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან დახურულ ფორმატში იმსჯელებენ. ისაუბრებენ ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ახალი კოდექსი ქვეყანას საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

“[კოდექსი] მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის მექანიზმებს სხვადასხვა მიმართულებით – უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე არაერთ სხვა სტრატეგიულ პარტნიორთან. კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება შეიარაღების აღჭურვილობის მოდელიზაციას, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე სამხედრო განათლებასა და წვრთნებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img