ხათუნა სამნიძე – პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ სტრატეგიას

Published:

პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ სტრატეგიას – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოვძებნოთ მოლაპარაკებების და გაერთიანების რესურსი, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს 2024 წლის არჩევნებში, – განაცხადა  თავმჯდომარე ხათუნა.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში და 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ოპოზიციური ხმების დაახლოებით, 20 პროცენტი იკარგება და ხელისუფლება ვერ შეიცვლება, ამიტომ საჭიროა სტრატეგიის შეცვლა.

„ჩვენ უნდა დავინახოთ ტენდენცია და გადავხედოთ გამოცდილებას. ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ამომრჩეველი განწყობილია ოპოზიციურად და ის ვერ ხედავს ოპოზიციაში ალტერნატივას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა პარტიებმა გამოვძებნოთ რესურსი საკუთარ თავში მოლაპარაკებების და გაერთიანების, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა 2024 წლის არჩევნებში. პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ საკუთარ სტრატეგიას და მარტო იმაზე საუბარი, რომ დამოუკიდებლად გადავლახავთ ბარიერს და არ გვჭირდება მოლაპარაკებები, მგონი, არ არის სწორი სტრატეგია დღეს. ჩანს, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასე ვერ შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, ხმების 20 პროცენტი მაინც იკარგება, მაშინ როცა თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურ ველზე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img