რატი ბრეგაძე – სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ განიხილება

Published:

“სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ განიხილება,” – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიმართვას.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციასთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება ქალბატონი ჩარკვიანის კითხვას, რომ ევროინტეგრაციის კონტექსტში მივიღოთ გადაწყვეტილება და გავუშვათ სააკაშვილი, ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მსჯავრდებულ სააკაშვილთან. ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის ჩემი პასუხი,“ – ამბობს ბრეგაძე.

“სამომავლო დეესკალაციისთვის აუცილებლად საჭიროა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება,” – ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრს დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img