ზელენსკი – რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, დაეხმარება საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა

Published:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის აგრესიაზე საუბრობს და მადლობას უხდის ყველა ლიდერს, სახელმწიფოს, ხალხს, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოსათვის.

ზელენსკი 2008 წლის აგვისტოს ომსაც ახსენებს და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

“რუსეთმა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს გამოიყენა. ომი და ქაოსი გააღვივა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ…

24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა სცადა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გადაქცევა და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება აგრესორს სჭირდებოდა, რათა გაენადგურებინა სურსათის მსოფლიო ბაზარი და ამით გამოეწვია ქაოსის ახალი აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი თანამშრომლობის წყალობით ეს ყველაფერი ჩერდება.

მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოსათვის. მადლობას ვუხდი ჩვენ მეზობლებს რეგიონში – თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდოვას – გლობალური უსაფრთხოების მხარეზე ყოფნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს შექმნის”. – ამბობს ზელენსკი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img