ბაიდენი – პუტინს და ჰამასს საერთო მიზანი აქვთ

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, პუტინს და ჰამასს საერთო მიზანი – მეზობელი დემოკრატიის  განადგურება ამოძრავებს.

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება ჰამასს, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ – მეზობელი დემოკრატიის განადგურება. პუტინიც და ჰამასიც იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს ეს მოხდეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ.

შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ. თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერთვებით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. როდესაც ევროპაში არეულობაა, ეს გავლენას ახდენს ამერიკაზე, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკის ინტერესებშია.”-განაცხადა ბაიდენმა

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img