წალენჯიხაში სტიქიამ პრობლემები შექმნა

Published:

სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ქალაქ ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა.

წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ხორციელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და გადახურვისთვის მომზადება.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჯვარში ამ დროისთვის ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ცნობით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. როგორც აღინიშნა, სპეციალური კომისია ითვლის ზარალს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, დაზიანებული ობიექტების გადახურვა. მანამდე კი, სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img