დავით მათიკაშვილი – მგონი, დროა, ტირილს მორჩნენ ის პატიმრები, ვინც სამართლიანად არიან დაწესებულებაში

Published:

მგონი, დროა, ნიანგის ცრემლებით ტირილს მორჩნენ ის პატიმრები, ვინც სამართლიანად არიან დაწესებულებაში იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომელმაც გააკვირვა მთლიანად მსოფლიო საზოგადოება, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, მან „ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი და ყველა იმ დანაშაულის მონაწილე იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა”.

„სრულიად ზედმეტია ის, რასაც აკეთებს დღეს მსჯავრდებული პრეზიდენტი. პროექტი, რომლითაც მზაობა იყო მის მეგობრებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დამნაშავე სააკაშვილი გამოეხსნათ ციხიდან, ჩავარდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა ტყუილები, რითაც სააკაშვილი ცდილობდა საკუთარი მდგომარეობის გამართლებას. ეს ყველაფერი ახლა არის ფსკერს ქვემოთ დაშვება და კიდევ ერთხელ მეტყველებს მის განწყობაზე, რომ მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობით კი არ მოეკიდოს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს, არამედ როგორმე დაძვრეს ამ პასუხისმგებლობიდან. ალბათ, მაგ იმედით შემოძვრა ის კონტეინერით ქვეყანაში. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თქვა ერთხელ „არა, არასდროს“ და მე არ მგონია ასე მოხდეს, მაგრამ დღეს თუკი ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი და ყველა იმ დანაშაულის მონაწილე იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img