III კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 141 ათასი შეადგინა

Published:

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.0 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img