მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე -მგონი ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე

Published:

ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ,  აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა.

“მგონი ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img