მამუკა მდინარაძე – ზოგიერთ ოპოზიციონერი ქალბატონი როცა აგინებს სხვას, მაშინ ავიწყდებათ, რომ ქალია

Published:

ერთ მხარეს არიან „ჩმორი“ კაცები და უზრდელი ქალები და დაალაგეს ასეთი სქემა: ქალები „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას აყენებენ, კაცების უმრავლესობა ხმას არ იღებს, უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს – როცა თავად აგინებენ, მაშინ ქალები არ არიან და მერე თუ ვინმემ პასუხი დაუბრუნა, სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან, ასე არ გამოვა,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილს იმდენიც არ უთქვამს ქალი დეპუტატების მიმართ, რაც თავად მას აკადრეს და უთხრეს, როდესაც კალამი ესროლეს.

„ზოგიერთ ოპოზიციონერი ქალბატონი როცა აგინებს სხვას, მაშინ ავიწყდებათ, რომ ქალია. როცა თავად აგინებენ, მაშინ ქალები არ არიან და მერე თუ ვინმემ პასუხი დაუბრუნა, სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან, ასე არ გამოვა. უნდა მიხვდნენ, რას აკეთებენ, თვალში კალამს რომ გაარტყამ დეპუტატს, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი, რომ წამოდგება და რაღაცას მოგიღერებს რომ მოგიშოროს, შეიძლება ადეკვატურ პასუხადაც კი მივიჩნიოთ. თვალში კალამს რომ გაარტყამ და საშინელებას დაუძახებ, რასაც მე ვერ გავიმეორებ, მოგიტრიალდება და პასუხს გცემს, მერე ხდები ქალი და მანამდე არ ხარ ქალი? თუ ჩვენ გენდერსა და თანასწორობაზე ვსაუბრობთ, თვითონ რატომ გამოდიან ასეთი სექსისტური განცხადებებით, რომ როცა უნდათ ქალები არიან და როცა უნდათ, არ არიან? „ნაცმოძრაობის“ ქალებმა სქემა დაალაგეს. არიან ერთ მხარეს “ჩმორი” კაცები და უზრდელი ქალები და დაალაგეს ასეთი სქემა: ქალები აყენებენ „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას, კაცები, მათი უმრავლესობა ხმას არ იღებს, უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს. უზრდელი ქალები არიან, ვერ ვიმეორებ იმ სიტყვებს, რაც მაგალითად, ლევან მგალობლიშვილს, უთხრეს. იმდენიც არ უთქვამს, რაც კალმის სროლის დროს აკადრეს ლევან მგალობლიშვილს. რადგან კამერაში არაა ის ხმა და მხოლოდ მგალობლიშვილის ხმაა, ანუ არ მომხდარა? მე კი არ ვიცავ. როდესაც რაღაც ისეთი ფორმა იყო, ირაკლი ბერაია ღირსეული კაცია და გამოვიდა და უმალ მოიხადა ბოდიში. პირველი ვიყავი ვინც თქვა, რომ ეს მიუღებელი ფორმა იყო. მაგრამ საზღვარი აქვს. როდესაც ისეთ საზიზღრობას ამბობ, რასაც ეთიკის გამო ვერ ვიმეორებ, თვალში კალამს გაარტყამ ადამიანს და შემდეგ პასუხი გიკვირს და ამაზე როგორც ქალი ითხოვ პასუხს, მანამდეც რომ ქალი ხარ, ეს რატომ გავიწყდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img