რუსეთმა უკრაინელი მომღერალი ჯამალა ძებნილად გამოაცხადა

Published:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი მომღერალ ჯამალაზე (სუსანა ჯამალადინოვა) ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია “მედიაზონამ” მონაცემთა ბაზაში მოიპოვა და აღმოჩნდა, რომ ის ძებნილთა სიაში ოქტომბრის შუა რიცხვებში შეიყვანეს. როგორც რუსული მედია წერ, მას ბრალად “რუსული არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელება” ედება.

ცნობისთვის, რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტია გასამართლებული.

ჯამალა ევროვიზიის 2016 წლის გამარჯვებულია. მომღერალი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მუდმივად გმობს და მიიჩნევს, რომ უკრაინამ რუსეთთან ამჟამინდელი ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img