მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს

Published:

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს „თავხედობას“, “განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს“ და ასევე, „ძველი ცოდვების ჩამოწერასთან გვაქვს საქმე“.

„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს უკანონოდ ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია…

გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა ან შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწევს, მიხეილ სააკასვილის  ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ შეუძლია  სალომე ზურაბიშვილს, რომ იმ ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, კი ბატონო, თუმცა გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბისვილი, ” – განაცხადა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img