პაატა მანჯგალაძე – არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში ვიხილოთ

Published:

არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში ვიხილოთ – არსებობენ ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილიც სიამოვნებით მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სურათი დიდი ალბათობით, არჩევნებამდე დაახლოებით, სამი თვით ადრე გამოიკვეთება.

“მე მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი და ძალიან კარგია, ცუდი არ არის. მე ველოდები მის უფრო აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში. სიმბოლური ფუნქციები აქვს პრეზიდენტს, თან ვადაც ეწურება, დროც გადის, შეზღუდვებიც აქვს და ვფიქრობ, მიიღებს გადაწყვეტილებას უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, რომ ვიხილოთ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში. არსებობენ ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილის სიამოვნებით მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ. რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ფიგურა – პოლიტიკაში არაფერი მუდმივი არ არის და პოლიტიკას ახასიათებს, რომ მოკავშირე ხვალ მტერი გახდეს. არ გამოვრიცხავ ივანიშვილთან მის წინააღმდეგობაში შესვლას. საბოლოო ჯამში, ადამიანი მიდრეკილია თავისუფლებისკენ, თუ მონად არ არის დაბადებული. ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, მას სწრაფვა ჰქონდეს მეტი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პოლიტიკაში მეტი აქტიურობის, მით უმეტეს, როცა ვადა ეწურება და ხან “კოჭლ იხვს” ეძახიან და ხან რას. მე ვვარაუდობ, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ის დგამს და საუბრობს, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოიკვეთება ვითარება და პრეზიდენტი დაფიქრდება, შევიდეს თუ არა ხელახლა პოლიტიკაში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა “სტრატეგია აღმაშენებელი” ის პარტია, რომელიც “სიამოვნებით მიიღებს” ზურაბიშვილს, მანჯგალაძე აცხადებს, რომ მათ ზურაბიშვილთან გეგმები არ აქვთ.

“სტრატეგია აღმაშენებელს” მასთან დაკავშირებით არავითარი გეგმები არ აქვს. ჩვენ ვართ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად “გამარჯვების კოალიციაში”, რომელსაც ჰყავს ლიდერი, შტაბის უფროსი, ჩვენ ძლიერ კამპანიას ვგეგმავთ და ცნობილი გამოთქმის არ იყოს, თუ “ქართული ოცნება” “ახალ-ახალ ხაფანგებს გვიგებს, ჩვენ გამოვუშვებთ ახალ-ახალ თაგვებს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img