პარლამენტარებისთვის ხელფასის მატების ინიციატივას, დეპუტატები დღეს განიხილავენ

Published:

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს განიხილავენ, რაც საკანონდებლო ორგანოში ანაზღაურების ცვლილებას გულისხმობს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტის წევრების ხელფასები შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა სახელმწიფო სამსახურების ანაზღაურებასთან.

“პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა ის, რომ მინიმუმ 10 წელი საერთოდ არ მომხდარა გადახედვა საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის და გამომდინარე აქედან, საჯარო სექტორში ყოველწლიურად 10% და 20%-ით იზრდება ხელფასები, არის სერიოზული ზრდა და ეს არის ძალიან კარგი და უნდა გაგრძელდეს. პარლამენტის წევრები, რომლებიც ირჩევენ და ნიშნავენ ისეთ პარლამენტის წევრებს, რომლებთაც აქვთ მინიმუმ ორჯერ და ხანდახან სამჯერ მეტი, ეს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img