საქალაქო სასამართლო კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის გამო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

Published:

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის გამო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. 24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგოამრეობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

თავდასხმა კვირა დილით მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და კოსტა სანიკიძეს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა.

“გადმოგვეცა დაკავების შესახებ გამოძიების მასალები სრულად. გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჩვენ უკვე გვაქვს და გვექნება მაგასთან დაკავშირებით მსჯელობა, აგრეთვე პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლოსი, სადაც მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შერჩევასთან დაკავშირებით. კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას იყენებს დაკავებული, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს ყოველი სასამართლოს სხდომაზე,” – აცხადებს ადვოკატი ლევან დავითაია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img