დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

Published:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img