“გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” Mona.ge-ის ახალი სია გამოაქვეყნეს

Published:

პარტიებმა “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” Mona.ge-ის ახალი სია გამოაქვეყნეს. სიაში მოხვდნენ დმანისი ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდამსხმელები და დმანისის პოლიციის უფროსი.

გიორგი, ჯემალ და სულიკო ჭყონიები – პარტიების ცნობით, რეგულარულად სწირავენ ფულს “ქართულ ოცნებას”, ჯამში, ტენდერებით და პირდაპირ შესყიდვით მათ კომპანიას – შპს “გზას” ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 320 მილიონი ლარი. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჭყონიები დაკავშირებულები არიან ბზინეს ინტერესებით ალა კახნიაურთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ახლო პირია, ის თავის მხრივ დაკავშირებულია არჩილ მამაცაშვილთან და საბაზრო კომპანია “ქართუსთან”. კახნიუარს თავადაც შეწირული აქვს “ოცნებისთვის” 85 000 ლარი.

ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი – ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ დმანისის ყოფილ მერს და რამდენჯერმე ესროლეს მის მანქანას. ისინი მიმალვაში არიან.

გიორგი კავლელაშვილი – დმანისის პოლიციის უფროსი, რომელიც შეესწრო ყოფილ მერზე თავდასხმის ინციდენტს, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.

სერგი ბზიშვილი – “მოძალადე პოლიციელი”, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.  პარტიები ამბობენ, რომ 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმ პოლიციელებს შორის, რომლებმაც მოქალაქეები დააკავეს ბზიშვილი გამოირჩეოდა.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც დაკავების დავალებებს თავად, ადგილზე გასცემდა. ბზიშვილისთვის ეს პირველი საქმე არ არის. მან პარლამენტის წინ ცარიელი ფურცლების გამო, პირადად დააკავა რამდენიმე ადამიანი. ასევე მონაწილეობდა სხვა აქტივისტების უკანონო დაკავებებში. სერგი ბზიშვილი ირიბად არის პასუხისმგებელი 5 ივლისის ძალადობაზე. ის იდგა მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის წინ, როცა პოლიციამ მოძალადეები შენობაში შეუშვა და ძალადობის უფლება მისცა, სადაც ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასიკვდილოდ სცემეს”, – აღნიშნავენ პარტიები.

გურამ თამაზაშვილი და სულხან თამაზაშვილი – პარტიები აღნიშნავენ, რომ ისინი შსს-ს კორუმპირებული კლანის წევრები არიან. მათივე ინფორმაციით, თამაზაშვილებს მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან ინტერტული მასალები ამოაქვთ და კალაპოტს უცვლიან, წვიმის დროს მდინარე დიდდება და ირგვლივ ინფრასტრუქტურას აზიანებს.

“7-თვიანი ნებართვა ინტერტული მასალის მოპოვებაზე კომპანია მაინინგ გრუპს ნებართვა ლიცენზიის გარეშე ღარიბაშვილის ბრძანებით მისცეს. მაინინგ გრუპის დირექტორი გურამ თამაზაშვილია, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილის ძმა. კომპანია 2017 წელს შეიქმნა და მას ლიცენზიის გარეშე ინერტული მასალების მოპოვების უფლება ღარიბაშვილმა სპეციალური განკარგულების საფუძველზე რამდენჯერმე მისცა”, – წერია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img