მკვლელობა შიდა ქართლში – ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ სამწევრისში, გუშინ მოხდა.
დაკავებული ამავე სოფლის მცხოვრები 50 წელს გადაცილებული კაცია.
ფაქტების მოკვლევას პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.