საბა ბუაძე კალაძეზე – ის არ უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქის მერი

Published:

თბილისის მერის და “ოცნების” ლიდერის კახა კალაძის “ლელოს” ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას “ლელოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძე პასუხობს.

„დღეს, კალაძე არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი. ადამიანი რომლისთვისაც საქართველოს ეკონომიკის განვითრება გადის რუსეთზე და რუსეთის ვასალობაზე, არ უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქის მერი.
სინამდვილეში, რუსეთზე ასეთი ფორმით ჩამოკიდება საქართველოსთვის მხოლოდ საფრთხის შემცველია და ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ჩვენ ქვეყანას უდიდესი დარტყმის წინაშე აყენებს.“ – წერს საბა ბუაძე.

კახა კალაძის განცხადებით, ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება.

„ისეთ შემთხვევებში, რომელიც შეიძლება პრობლემა იყოს, საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს, იგივე თუნდაც სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობებიც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ, ახლა ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს და ვთქვათ, მაგალითად, ქართული პროდუქტი, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ?! რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი, ვის ვზღუდავთ ამით, საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში ხომ?!” – აცხადებს კახა კალაძე.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img