გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

Published:

გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. დიუსელდორფის აეროპორტიდან თბილისში თვითმფრინავი გუშინ, 8 საათზე დაეშვა.

მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ მათთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. არაერთ მათგანს, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ იყო, განუცხადეს, რომ იგივე მომსახურების მიღება საქართველოშიც შესაძლებელია.

“ძალიან ხშირია ქართველების დეპორტი და მოლდოველების. მიზეზს ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვეულებრივად ვიყავი ჩაბარებული ლტოლვილად და უარყოფითი პასუხი მომივიდა, დატოვე ქვეყანა და მაგის გამო დამატოვებინეს”, – ამბობს ერთ-ერთი ჩამოსული მოქალაქე .

ცნობისთვის, 17 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანის მხარი დაუჭირა .  ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძლიებლებს აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი ქვეყნიდან მომავალში უფრო იოლად ეტყვიან უარს და უფრო მოკლე დღოში შეძლებენ მათ დეპორტაციას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img