ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა

Published:

საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მთლიან რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ასევე ევროკავშირთან ამოქმედდა თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და ჩინეთთან. ასევე თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს დსთ-ს ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3 მილიარდიან მომხმარებელთა ბაზაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, რა დროსაც ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მთლიან რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img