„ქართული ოცნების“ ლიდერები, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან.
შეხვედრის თემაა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.
მმართველი გუნდიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: შალვა პაპუაშვილი , ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე .
ოპოზიციიდან იმყოფებიან ხათუნა სამნიძე, მიხეილ დაუშვილი, თინა ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, იაგო ხვიჩია, ნატო ჩხეიძე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში არ მონაწილეობს თავად საკითხის ინიციატორი ფრიდონ ინჯია.