მიხეილ სარჯველაძე -ზღაპრების არავის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობა“ რეპუტაციის აღდგენას შეძლებს

Published:

„ნაციონალური მოძრაობა“ „შაგრენის ტყავივით“ მუდმივად კლებად რეჟიმში იქნება,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ვინმეს სურვილი ჰქონდეს პარტიაში არსებული დაპირისპირების დასრულების, მაგრამ ამის რესურსი მათ არ აქვთ და ამ მხრივ რაიმე გავლენა ვერც მანიფესტზე ხელმოწერას ან ხელის არმოწერას ექნება.

„ხვდებიან უკვე, რომ ამ პროცესის დაუსრულებლობა მათთვისაც საზიანოა. ხვდებიან, რომ კრიტიკულად დაბალია საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ამიტომ შეეცადნენ რაღაც პროცესები დაეჩქარებინათ და მიეღწიათ გადაწყვეტილებამდე, როცა გაფორმდება ეს განხეთქილება, ნგრევა და ექნებათ შესაძლებლობა სუფთა ფურცლიდან რაღაც დაეწყოთ, ოღონდ გაცილებით ნაკლები რესურსებით, ვიდრე ეს ამ დრომდე გააჩნდათ. ვინც მანიფესტის ტექსტი წაიკითხა, ყველა კარგად ხვდება, რომ იქ იყო მთავარი ერთი რამ – ხელის არ მოწერა ამ დოკუმენტზე ერთი პირისგან, თორემ შიგნით ტექსტი რა არის, წყალი რომ არის თავიდან ბოლომდე, ამას მგონი, ყველა კარგად ხვდება. რაც შეეხება საკითხს, შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ აღიდგინოს ძალიან შელანძღული რეპუტაცია – დღეს საქართველოში ამ ზღაპრების აღარ სჯერათ, ეს ჩავლილი მატარებელია და ამოწურულია ეს თემა. არ მგონია, ვინმე ისე მიამიტურად უყურებდეს ამას, რომ მანიფესტის ხელმოწერით გამთელდებოდა ის, რაც დანგრეულია, ან ხელის არმოწერით თითქოსდა წერტილი დაესმება დაპირისპირებას, ესეც სრულიად დაუჯერებელია, რადგან ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა დაპირისპირებებისა. აქ შეიძლება ვიხილოთ მცდელობა და სურვილი ვინმესი, მაგალითად, ეს იქნება კეზერაშვილი თუ სააკაშვილი, რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება, მაგრამ რეალურად მათ არ გააჩნიათ ამის რესურსი, რადგან ისინი არასწორად სვამენ დიაგნოზებს, მათი მთავარი პრობლემაა, რომ ყველაფერი აინტერესებთ სააკაშვილის პრიზმაში დანახული და მეტი ინტერესი არ გააჩნიათ. მათ დღის წესრიგს არა მოსახლეობის საჭიროებები, არამედ ვიწროპარტიული ინტერესები განაპირობებს. ეს ნიშნავს, რომ „შაგრენის ტყავივით“ იქნება მუდმივად კლებად რეჟიმში ის, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img