„პრემიერმა ღარიბაშვილმა დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.