გიგა ლემონჯავა – არჩევნების გაყალბებისთვის მზადება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

Published:

არჩევნების გაყალბებისთვის მზადება მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში, – ამის შესახებ “დროას” აღმასრულებელი მდივანი საუბრობს.

გიგა ლენოჯავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას აუხსნან, როგორ უნდა ებრძოლონ არჩევნების გაყალბებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მომავალი არჩევნები წინა არჩევნების მსგავსად ვეღარ ჩატარდება.

“არჩევნების გაყალბებისთვის მზადება მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. სახელმწიფო ინსტიტუტების ერთადერთი ამოცანაა, რომ შეინარჩუნონ ივანიშვილის უკანონო ძალაუფლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ უნდა ვებრძოლოთ არჩევნების გაყალბებას. ამ ხედვაზე საუბარი ამომრჩეველთან, მოქალაქეებთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს არჩევნები ვერ ჩატარდება ისე, როგორც ჩაატარა ყველა წინა არჩევნები “ქართულმა ოცნებამ”. ეს იქნება პრინციპულად განსხვავებული წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ძალის ჩვენების არჩევნები, – ამბობს გიგა ლემონჯავა.

 

.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img