საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა რომლებსაც 2,400 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი აქვთ, 23%-ს აჭარბებს

Published:

2023 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით არის გაზრდილი, -ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თერექერშია“ აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 17.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, 2023 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img