დაკავებულ მსახიობსა და რეპერს, “კაბუს” ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

Published:

დაკავებულ მსახიობსა და რეპერს, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

კახა აბუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია მეგობარი ქალის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარასა და ძალადობაზე.

შემთხვევა ქუჩაში, კერძოდ კი კახეთის გზატკეცილზე მოხდა,  სადაც მოხდა შემდეგ მისი დაკავება. კახა აბუაშვილი დღის ბოლოს ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, მსახიობისთვის მისი დაკავების მიზეზი გაუგებარია.

“გაურკვევლობაშია და არც იცის რის გამო არის დაკავებული. არ ვარ უფლებამოსილი სხვა დეტალებზე გესაუბროთ. ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, მისი განწყობა და დამოკიდებულება მის დაკავებასთან დაკავშირებით გახლავთ აბსოლუტურად გაუგებარი. 48 საათიანი ვადა გადის და შესაბამისად ბრალის წარდგენა დღეს მოხდება”, – განაცხადა დავით სანაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img