დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას – ამხელა სიძულვილში რაიმე არ დაგემართოთ

Published:

ქალბატონო თინა, თქვენივე ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, ამხელა სიძულვილში რაიმე არ დაგემართოთ – ყველა თქვენი გამონათქვამი, სიტყვა სიძულვილით არის გაჯერებული – არ ვიცი, ამხელა სიძულვილს როგორ იტანთ! – ასე მიმართა დავით მათიკაშვილმა  თინა ბოკუჩავას.

მათიკაშვილის რეპლიკა „პროკურატურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბოკუჩავას შეფასებას მოჰყვა. კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.

„ივანიშვილის ადვოკატი გენპროკურორი იყო – არც მას ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება და პარლამენტში რაღაც ნაყიდი დიპლომით მოვიდა. მესმის, რომ დიპლომის არქონა ცოტა მტკივნეული საკითხია, მაგრამ რატომ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ ადამიანებს უმაღლესი განათლების დიპლომი არ ჰქონდეთ? პრაქტიკანტების მთელი არსი ხომ ის არის, რომ შემდეგ სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img