ფოთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

Published:

ფოთში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა კოსტავას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, რომელიც მანქანებს დაეცა. დაზიანებულია ათამდე მანქანა.

ჯამში ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია.

ქალაქში უამინდობაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელია, რომ შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img