დავით მათიკაშვილი ენმ-ზე – საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური მოძრაობა დასასრულისკენ მიდის

Published:

პარტიაში დესტრუქციული ქმედების დასრულებად აფასებენ ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას “ნაციონალურ მოძრაობაში”.

მმართველი გუნდის შეფასებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” არსებობის ბოლო ეტაპს გადის და მიმდინარე პროცესი საბოლოოდ ოპოზიციურ პარტიას დაშლამდე მიიყვანს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ენმ დასასრულისკენ მიდის.

“რით ხელმძღვანელობს ეს პარტია? რა წესებით და რა წიაღსვლებით. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური მოძრაობა დასასრულისკენ მიდის და ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის არის ძალიან კარგი,” – აცხადებს მათიკაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img