ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს.

Published:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img