Georgian Airways-ი 10 დეკებრიდან პეტერბუგშიც იფრენს

Published:

ქართული კომპანია Georgian Airways-ი მოსკოვის გარდა თბილისიდან ახლა უკვე სანქტ-პეტერბურგშიც იფრენს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

რუსული სამთავრობო მედია “ტასი” პეტერბურგის Пулково-ს აეროპორტის მმართველ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება. Georgian Airways კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას იფრენს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ დაასანქცირა.  ავიაკომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img