ჯონსონი უკრაინის დახმარებაზე – პუტინს ევროპაში მარშის უფლებას ვერ მივცემთ

Published:

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება „კიდევ ერთი პრიორიტეტია“, მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს არ უნდა მიეცეს „ევროპაში მარშით გავლის უფლება“.

ჯონსონმა, ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ საუბრის  შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერას “კიდევ ერთი პრიორიტეტი” უწოდა.

„უკრაინა კიდევ ერთი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში მარშით გაიაროს. ჩვენ გვესმის უკრაინის დახმარების აუცილებლობა“, – განაცხადა ჯონსონმა.

ამავე დროს, ჯონსონმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებებზე მუშაობის მნიშვნელობას.

როგორც Politico აღნიშნავს, რესპუბლიკელები ცდილობენ მიაღწიონ ცვლილებებს დამატებითი ხარჯების კანონპროექტის ფარგლებში.

მანამდე აშშ-ის სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ 4 დეკემბერს აპირებს კენჭისყრას უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების საკითხზე.

ოქტომბერში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართა კონგრესს უკრაინისთვის 61,4 მილიარდი დოლარისა და ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტების გამოყოფის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ვაშინგტონმა კიევს უკვე 113 მილიარდი დოლარი გამოუყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img