მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

Published:

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

ვარსკვლავის გახსნამდე, თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა.

ზურაბ ყიფშიძეს 10 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა.

1976 წლიდან, ზურაბ ყიფშიძე კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: “როცა აყვავდა ნუში”, “სურამის ციხე”, “ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “დონ კიხოტი”, “მარტოხელა მონადირე”, “წუთისოფელი”, “ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: “შუშანიკის წამება”, “ჩვენი პატარა ქალაქი”, “მამა”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img