თინა ბოკუჩავა – სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეხმაროს, ფარსია

Published:

სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეხმაროს, ფარსია – ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ მათ უკვე მიღებული დოკუმენტის დამტკიცება სურთ.

„მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. არ შევიქმნი მოლოდინს, რომ ერთიან პოზიციას მივაღწევთ, თუმცა გვაქვს კონსულტაციები, რათა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიოთ. ინკლუზიურობა, რაც არის ევროკომისიის რეკომენდაცია, ითვალისწინებს ოპოზიციის ჩართულობას, მისი აზრის გათვალისწინებას და არა უკვე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ ხელის გადაგრეხით უმრავლესობის ნების გატანა“, – განაცხადა  ბოკუჩავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img